Dodo Abashidze

1924 — 1990 Age: 65 years old
Open in app open_in_new
info
დაიბადა მსახიობ ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის (ნატო ვაჩნაძის და) ოჯახში. ივანე აბაშიძე 1937 წელს დახვრიტეს. დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (1949) და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. განასახიერა გოდუნის (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), გიორგის ( ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“), როლერის ( ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა როლები. 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. შექმნა ბიჭიკოს („ჭრიჭინა“, 1954), აბდუშაჰილის („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირის („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდას („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარის („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანის („დიდი მწვანე ველი“, 1967), ალექსანდრეს („სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, 1969. პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, მინსკის საკავშირო კინოფესტივალი, 1970), მამამზე ერისთავის („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970) და სხვა სახეები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
cake
Thursday, May 1, 1924
Friday, January 26, 1990
Male
Explore
error Unable to connect to the server Retry
close
MoviesFad
SeriesFad
error Unable to connect to the server Retry